news archive 2010-06-17

ka
სემინარი "გავეცნოთ ევროკავშირს" ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის

11-12 ივნისს  ზუგდიდის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის  ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის გაიმართა საინფორმაციო სემინარი "გავეცნოთ ევროკავშირს". სემინარი   ევროკავშირის  ინსიტუტების,  გლობალურ   პოლიტიკაში ევროკავშირის როლის და ამ საერთაშორისო ორგანიზაციის  საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხებზე მსჯელობას დაეთმო.  

სემინარს სხვადასხვა ფაკულტეტის 30-მდე სტუდენტი დაესწრო. პროექტის მიზანი ევროკავშირის სტრუქტურებში და მისი მუშაობის სპეციფიკაში ქარათველი ახალგაზრდების ცოდნის გამოვლენა და მათთვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდებაა.

სრული ტექსტი


2010-06-17 09:49:05 internews.ge

ახალციხელი სტუდენტებისათვის საინფორმაციო სემინარი "გავეცნოთ ევროკავშირს" ჩატარდა

4-5 ივნისს  ახალციხეში, სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის  საინფორმაციო სემინარი "გავეცნოთ ევროკავშირს" ჩატარდა. მის მუშაობაში სხვადასხვა ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 35 სტუდენტი მონაწილეობდა. სემინარს  უნივერსიტეტის რამდენიმე თანამშრომელიც ესწრებოდა.  

სემინარი   ევროკავშირის, როგორც მსოფლიო პოლიტიკის მონაწილის როლის და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ამჟამად არსებული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის შესახებ მსჯელობას დაეთმო.  

სრული ტექსტი


2010-06-17 08:12:11 internews.ge


 1  2  3  ... ... ...  105  106  107  ... ... ...  203  204  205  206  207  208  209  210  211  212 





    
		

Login Form

карта Грузии


наши новости:




    грузинский словарь 2013